რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: პუტინი თავიდანვე მზად იყო მოლაპარაკებებისთვის, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა

პესკოვი და პუტინი

კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, რომელმაც თქვა, რომ პუტინი ბევრად უფრო ღიაა მოლაპარაკებებისთვის უკრაინაში ომის დასრულებაზე, ვიდრე აქამდე იყო. 

პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის "დასაწყისიდანვე" იყო ღია და ამაში "არაფერი შეცვლილა".

"თუ გაიხსენებთ, პრეზიდენტმა პუტინმა სცადა NATO-სთან და აშშ-სთან საუბრის ინიცირება ჯერ კიდევ სპეციალური ოპერაციის დაწყებამდე. [...] პუტინი ღია იყო მოლაპარაკებებისთვის, როდესაც დოკუმენტზე შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო რუსეთისა და უკრაინის მომლაპარაკებლებს შორის. შესაბამისად, ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა. უკრაინული მხარის პოზიცია შეიცვალა. ახლა, უკრაინული კანონმდებლობა კრძალავს ნებისმიერ მოლაპარაკებას". – თქვა პესკოვმა. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც რუსეთმა გასულ თვეში უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია გამოაცხადა და ამ კვირაში უკრაინის ქალაქებს დაესხა თავს. 

კომენტარები