რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ: ირანელი სამხედროები რუსეთს ყირიმის ტერიტორიაზე დრონების გამოყენებაში ეხმარებიან

სამხედრო წვრთნები ირანში, 2022 წლის 24 აგვისტო
 Iranian Army/WANA (West Asia News Agency)/Handout via REUTERS

ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, ირანელი სამხედროები ყირიმში რუსულ ძალებს ირანული წარმოების დრონების გამოყენებაში ეხმარებიან. 

"შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ყირიმში განლაგებულ რუს სამხედრო პერსონალს ირანი ირანული უპილოტო საფრენი აპარატების პილოტირებაში ეხმარება. რუსეთი დრონებს უკრაინაში კინეტიკური დარტყმების განსახორციელებლად იყენებს, მათ შორის, ბოლო დღეებში კიევზე თავდასხმებისთვის". - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისიმ. 

ბოლო კვირებში რუსეთი უკრაინაში აქტიურად იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე დრონებს. ამ შეიარაღების რუსეთისთვის მიწოდებას უარყოფენ თეირანსა და მოსკოვში.

ბრიტანეთის საგარეო უწყებას აღნიშნული აქვს, რომ რუსეთი ირანულ დრონებს იყენებს როგორც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ისე სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმისთვის და უკრაინელ ხალხს ტოვებს ენერგომომარაგების გარეშე.

სანქციები შეეხოთ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაურს, უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამის ხელმძღვანელს, ბრიგადის გენერალ საიდ აღაჯანის, გენერალ-მაიორ მოჰამად ჰოსეინ ბაღერის, რომელიც რუსეთისთვის დრონების გადაცემას კურირებდა და ბრიგადის გენერალ სეიედ ჰოჯათოლა ყურეიშის, რომელმაც რუსეთისთვის დრონების მიწოდების შეთანხმებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ამ სამ პირს ეყინებათ აქტივები და ეკრძალებათ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე გადაადგილება.

სამი მაღალი რანგის სამხედროს გარდა, სანქციები დაუწესდა შაჰედის საავიაციო ინდუსტრიასაც, კომპანიას, რომელიც Shahed-136-ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.

დღეს, 20 ოქტომბერს დიდმა ბრიტანეთმა სამ ირანელ გენერალსა და ერთ კომპანიას რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო სანქციები დაუწესა.

აქამდე, გასულ დღეს, 19 ოქტომბერს ირანს, ამავე მიზეზით, სანქციები დაუწესა ევროკავშირმაც, ხოლო სანქცირების აშშ-მ მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები