რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხარკოვის ოლქში საგანგებო სიტუაციების მანქანა ნაღმზე აფეთქდა – 2 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მანქანა ნაღმზე აფეთქდა - შედეგად, ორი თანამშრომელი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.

ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. მისივე სიტყვებით, საფრთხე იმისა, რომ ოლქში სხვა ტერიტორიაც იყოს დანაღმული, კვლავ მაღალია. 

სინეგუბოვის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები გათავისუფლებული ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდას აგრძელებენ - მისივე თქმით, თანამშრომლებმა დღეში 657 ფეთქებადი მასალა გაანეიტრალეს.  

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის რამდენიმე დასახლება დროებით დაიკავა. უკრაინელებმა ოლქში კონტრშეტევა 6 სექტემბერს დაიწყეს. 14 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ოლქი თითქმის მთლიანად გათავისუფლებული იყო. უკრაინული მედიის ცნობით, მრავალჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკან დახევის დროს რუსი ოკუპანტები ტერიტორიას ნაღმავდნენ. 

კომენტარები