ვაკის პარკი

ბოკერია კალაძეზე: მაგალითია, თუ რას გვიქადის ივანიშვილი რეჟიმი, რომლის პროდუქტიცაა კალაძე

უკვე აბსოლუტურად ნათელი გახდა, დღეს კიდევ ერთი დაგვირგვინება ვიხილეთ ამ ძალიან უტიფარი, საზოგადოებისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების, რასაც ივანიშვილის რეჟიმის ეს წარმომადგენელი, კალაძე ავლენს ამ ტრაგედიის ფონზე [ვაკის პარკის შადრევნის შემთხვევა]. იმის ნაცვლად რომ, რაც შეიძლება სწრაფად მიეღო გადაწყვეტილება პოლიტიკური პასუხისმგებლობის თაობაზე, შეტევაზეა გადმოსული, მათ შორის, იმ ფონზე, რაც გუშინ მოხდა, როცა ამ ტრაგედიაში მონაწილე ბავშვის პროპაგანდისთვის გამოყენების მცდელობა ჰქონდა. ეს ყველაფერი ივანიშვილის რეჟიმის სტანდარტებითაც კი ძალიან ამაზრზენად გამოიყურება სამწუხაროდ

აქედან გამომდინარე, რაც დრო გავა, ეს ამბავი მორალურად და პოლიტიკურად კიდევ უფრო დამძიმდება, ოღონდ ჩვენთვის, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ რას გვიქადის მთლიანად ივანიშვილი რეჟიმი, რომლის პროდუქტიც არის კალაძე და რატომ არის ჩვენთვის ეროვნული ამოცანა, რომ ამ გზით ეს ქვეყანა აღარ წავიდეს – ეს რეჟიმი ჩამოსცილდეს ხელისუფლებას.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ. 19 ოქტომბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკის შადრევნის ტრაგედიაზე საუბრისას თქვა, რომ "კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ". კალაძემ ოპონენტები დაადანაშაულა ტრაგედიის პოლიტიკური მიზნების გამოყენებაშიც.

კომენტარები