ვაკის პარკი

კალაძე: კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ

თქვენ იცით, რომ დაკავებულია 9 პირი, მათ შორის მერიის თანამშრომელი. მე არ მაქვს არანაირი უფლება, შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია. ერთი რამ, რაც მინდა ვთქვა, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ. მე რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, მე პირადადაც მზად ვარ, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე. ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალეულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც, მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია. 

თბილისის მერი, კახა კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე, რის შედეგადაც 13 წლის მოზარდი დაიღუპა. 

კომენტარები