რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის ინიციატივას წარუდგენს

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის ინიციატივას წარუდგენს.

"ირანის ქმედებები არის ტყუილი და სისასტიკე, რომელსაც არ მოვითმენთ. ირანის უპილოტო საფრენი აპარატების მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების, სიკვდილისა და ტანჯვის ფონზე გავრცელებული ინფორმაციის გავრცელების ფონზე, ირანმა შესაძლოა, განაგრძოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება. პრეზიდენტთან განსახილველად შემაქვს წინადადება, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ". - თქვა კულებამ.

კულებას თქმით, უკრაინას ანტიირანული პოზიცია არასდროს ჰქონია. შესაბამისად, რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ უკრაინა მზად არის ისაუბროს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე.

"მას შემდეგ. რაც ირანი ჩვენს ქვეყანაში რუსეთის აგრესიისა და დანაშაულის თანამონაწილე გახდა, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და სამართლიანი პოზიცია. თუ ირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს, ვისაუბრებთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე". - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ირანისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები