რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ლიმანში 5 ბავშვის ცხედარი იპოვეს

UNIAN

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ლიმაში, დონეცკის ოლქში, 5 ბავშვის ცხედარი იპოვეს. წინასწარი მონაცემებით, მცირეწლოვნები ოკუპანტების მიერ ქალაქის დაბომბვას ეხმსხვერპლნენ. 

ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა - მათივე ცნობით, პოლიციამ 2021, 2019 და 2008 წელს დაბადებული გოგოების, ასევე 2012 და 2011 წლებში დაბადებული ბიჭებიც ცხედრები იპოვა. 

"ყველაზე პატარა ორი გოგო [2021 და 2012 წელს დაბადებულები] დები არიან. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ბავშვებს თავიდან დაკრძალავენ". - წერია განცხადებაში. 

განცხადების მიხედვითვე, გამომძიებლებმა მასობრივ საფლავში 4 ბავშვის ცხედარი იპოვეს, 1 ბიჭი კი დედამ ეზოში დამარხა. 

"წინასწარი მონაცემებით, ყველა მათგანი რუსების მიერ დაბომბვისას მიყენებული ჭრილობებით დაიღუპა". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ოკუპანტების მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დონეცკის ოლქში ბრძოლა მიმდინარეობს - ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შემოდგომაზე კონტრშეტევის დაწყების დროს უკრაინელები ოლქის ტერიტორიების 45%-ს აკონტროლებდნენ, 26 სექტემბერს კი - 50%-ს. 

17 ოქტომბრის მდგომარეობით, დონეცკის ოლქში 43 მასობრივი საფლავია აღმოჩენილი. 

კომენტარები