ერთი მინდა ვთქვა. კახი კალაძე ყელში გაჩხერილი იმიტომ გყავთ, რომ სხვა ლიდერებთან ერთად პოლიტიკურად დაგამთავრათ როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში. ამას ვერ პატიობთ და ყველანაირად გინდათ, რაღაცნაირად მოახდინოთ, რომ ეს გაანეიტრალოთ, თუმცა, არ გამოგივათ. სწორედ ამის დემონსტრირება იყო, რაც ამ ტრაგედიის ფონზე თქვენ გააკეთეთ, მერიასთან რომ ის ბავშვები მიაგზავნეთ. 10 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეთ. ეს არის თქვენი სახე. ხალხი გვერდში არ დაგიდგათ, იმიტომ რომ საზოგადოებამ იცის, რომ რაც მოხდა, არის ტრაგედია. ამ შემთხვევას ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად კახი კალაძე და მთელი მერია განიცდის. ამას ხალხი გრძნობს და ამიტომაც არის, რომ ხელმოცარულები დადიხართ, მათ შორის პოლიტიკურად. პოლიტიკურ მოუსავლეთში ხართ და ეს არ გასვენებთ. გინდათ, რომ რამენაირად თქვენს ამომრჩეველს ვითომ ეს მუხტი გაუღვიძოთ. ეს არ გამოგდით, რადგან არასწორად დგახართ, უსამართლოდ დგახართ, არასწორ არგუმენტებზე დგახართ. ამიტომაც არის, რომ ყოველთვის ასე პოლიტიკურად მიჩაჩანაკებული იქნებით. ტრაგედიებზე მონადირეები ხართ, როგორ არ გრცხვენიათ? რამე წმინდა არ გაგაჩნიათ?
tbl.ge/65u5
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 13 ოქტომბერს გარდაიცვალა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა.
ქართული ოცნებაირაკლი ზარქუასაქართველოს ოპოზიციავაკის პარკივაკის პარკის ტრაგედიატრაგედია ვაკის პარკშიკახი კალაძეკახა კალაძე
ამავე თემაზე
- კობახიძე: მადლობა ბატონ ბიძინას, რომელმაც ნაკრების ჯგუფიდან გასვლისთვის ჯილდო დააწესა
- ხაინდრავა: ამხანაგმა სალომემ ცკ-ში გვიჩივლა, მოითხოვა ევროს-სპეცნაზის გადმოსროლა
- ზარქუა მეთიუ მილერს: არ იუ ქიდინგ, მაი ფრენდ?
- ოდიშარია: გეუბნები, შენ არ მიგულისხმიხარ-თქო და მაინც საკუთარ თავზე იღებ – გიხარია?
- ზარქუა ოდიშარიაზე: კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინიათ ოჯახში