რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსულ აგრესიას 425 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსულ აგრესიას 425 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 815-ზე მეტმა კი სხვადასხვა სახისა და სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტად მცირეწლოვნები დონეცკის ოლქში დაზიანდნენ - 411 ბავშვი; ხარკოვი - 258; კიევი - 16; ნიკოლაევი - 77; ზაპოროჟიე - 69; ჩერნიგოვი - 68; ლუგანსკი - 64; ხერსონი - 57; დნეპროპეტროვსკი - 31.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, დაბომბვების შედეგად 2 663 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, მათგან 326 მთლიანად განადგურდა.

კომენტარები