რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირის საბჭომ უკრაინას იარაღის შესაძენად დამატებით 500 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკავშირის საბჭომ უკრაინაში სამხედრო დახმარების მისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო და იარაღის შესაძენად დამატებით 500 მილიონი ევრო გამოყო.

"მისიის მიზანია ხელი შეუწყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას სამხედრო ოპერაციების ეფექტურად წარმართვის მიზნით, რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეძლოს დაიცვას სუვეტენიტეტი და მშვიდობიანი მოსახლეობა". - წერია განცხადებაში.

უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მოთხოვნისთანავე, მისია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ინდივიდუალურ, კოლექტიურ და სპეციალიზებულ წვრთნას გაუწევს, მათ შორის, ტერიტორიული თავდაცვის ძალებს, ასევე წვრთნაში მონაწილე წევრი სახელმწიფოების საქმიანობის კოორდინაციას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მისიის შტაბბინა ბრიუსელში იქნება და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე იმუშავებს. მისიის ხელმძღვანელი კი ვიცეადმირალი და სამხედრო დაგეგმვისა და ოპერაციების ძალების დირექტორი, ჰერვე ბლეჟანი იქნება.

მისიის მანდატი პირველ ეტაპზე 2 წელიწადი იქნება, ამ პერიოდისთვის მთლიანი დანახარჯების სამიზნე ბიუჯეტი კი 106 700 000 ევრო იქნება.

კომენტარები