რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის

საფრანგეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის

საფრანგეთი უკრაინის არმიას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის და უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამას გააფართოებს.

2000 უკრაინელი ჯარისკაცი, როტაციის წესით, საფრანგეთის სამხედრო ნაწილის ფარგლებში გაივლის რამდენიმეკვირიან მომზადებას, რაც მოიცავს იმ ტექნიკისა და აღჭურვილობის შესწავლას, რომელსაც უკრაინა პარიზისგან მიიღებს. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნემ Le Parisien-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა.

“სამწუხაროდ, ომი გაგრძელდება. ამიტომ ჯარისკაცების ახალმა თაობამ ასევე უნდა გაიაროს მომზადება, რაც მათ ბრძოლაში გამოადგებათ". - აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი.

საფრანგეთმა მანამდე უკრაინის საარტილერიო ქვედანაყოფებს თვითმავალი ჰაუბიცის, Caesar-ის გამოყენება შეასწავლა. ამჟამად საფრანგეთი აპირებს უკრაინას გადასცეს საზენიტო-სარაკეტო ბატარეა Crotale, რომელიც ფრანგი მინისტრის თქმით, "განსაკუთრებით სასარგებლოა უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბომბდამშენებისგან თავდაცვისთვის".

კომენტარები