რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: თუ ისრაელი კიევს იარაღს მიაწვდის, რუსეთთან ყველა ურთიერთობას გაანადგურებს

დმიტრი მედვედევი
TASS

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი, ეხმიანება ისრაელის დიაპორის საკითხთა მინისტრს, რომელმაც ისრაელის მთავრობას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა

მედვედევი Telegram-ზე წერს რომ ეს ნაბიჯი, რუსეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობებს გაანადგურებს. 

"ისრაელი, როგორც ჩანს, აპირებს იარაღის მიწოდებას კიევის რეჟიმისთვის. ძალიან უგუნური ნაბიჯია. ეს გაანადგურებს ყველა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას ჩვენს ქვეყნებს შორის".- წერს მედვედევი. 

ნახმან შაის თქმით, აღარ უნდა არსებობდეს ეჭვი იმაზე, თუ კონფლიქტის რომელ მხარეს დგას ისრაელი. 

"დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს. შესაბამისად, ეჭვს აღარ უნდა ბადებდეს ის, თუ რომელ მხარეს უნდა დადგეს ისრაელი ამ სისხლიან კონფლიქტში. დროა, უკრაინამ ისრაელისგან ისეთივე სამხედრო დახმარება მიიღოს, როგორსაც მას აშშ და NATO-ს სხვა ქვეყნები აწვდიან" - დაწერა ისრაელის დიასპორის საკითხთა მინისტრმა. 

კომენტარები