იმის შემხედვარე, რაც ხდება უკრაინაში, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, იმ გმირობის, რომელსაც ბოროტების იმპერიის, პუტინის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია, ნორმალური ადამიანის ინსტინქტია, რომ სხვადასხვა ფორმით გამოხატოს პატივისცემა, მადლიერება, არამხოლოდ თანადგომა იმის მიმართ, რასაც უკრაინელი ხალხი ყველას გვაჩვენებს. ჩვენს შემთხვევაში, ქართველებისთვის, უკრაინელების მხარდაჭერა პირდაპირი ეროვნული ინტერესია - მათ ბრძოლას პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს მომავალსა და თავისუფლებაზე. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი მოქმედების გარეშე, უკრაინაში გადაწყდება ჩვენი ბედი. თუმცა, უკრაინელების ბრძოლა გვაძლევს ამ ჭაობიდან გაღწევის ისტორიულ შანსს. ეს ყველაფერი საკმარისზე მეტი მიზეზია იმისთვის, რომ ადამიანებმა სხვადასხვა ფორმით გამოხატონ თანადგომა უკრაინის მიმართ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ბოკერია: უკრაინელთა ბრძოლას პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს მომავალსა და თავისუფლებაზე
tbl.ge/65sb
დაკოპირდა

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ. დღეს, 16 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
ამავე თემაზე
- რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური
- ზელენსკი: ტრამპი აპირებს, აშშ-ს კომპანიებს უკრაინაში რაკეტების ლიცენზიით წარმოება სთხოვოს
- ოკუპირებულ ყირიმში ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკის რეჟიმზე გადავა
- უშაკოვი: რუსეთი არ ელის ანკორიჯის შეთანხმებების შესრულებას, ჩვენ ველით გამარჯვებას
- მედია: მოსკოვში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები სამოქალაქო შენობების სახურავებზე განათავსეს




