უკრაინა-საქართველო

#DefendingUkraine – თავისუფლების მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია 18:00 საათზე დაიწყო. 

აქცია 14 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო უკრაინელმა აქტივისტებმა საქართველოში ის გადადეს. 

14 ოქტომბერს უკრაინელები ერთდროულად სამ დღესასწაულს აღნიშნავენ – უკრაინის დამცველთა დღეს, უკრაინელი კაზაკების დღესა და ღვთისმშობლის შუამავლობის დღესასწაულს. ამ დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით იმართება საზეიმო აქცია #DefendingUkraine, რასაც 14 ოქტომბერს თბილისიც უნდა შეერთებოდა. 

აქციის ფარგლებში, მონაწილეები თავისუფლების მონუმენტის ირგვლივ, "დაცვის წრეში" იკრიბებიან, რაც მონუმენტის იდეის, დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლოს დაცვას გამოხატავს. თითოეულ მონაწილეს შეუძლია ხელში ეჭიროს პლაკატი, რომელზეც აწერია: "როგორც ჩვენ ვიცავთ თავისუფლების ძეგლს, ისე მამაცი უკრაინის დამცველები და გმირები იცავენ ცივილიზებულ სამყაროს ტერორისტული რუსეთისგან ყოველდღე".

ასევე, აქციის მონაწილეები ხელს აწერენ უკრაინის დროშას, რომელიც მოგვიანებით, უკრაინაში სამხედროების მხარდასაჭერად გაიგზავნება. 

კომენტარები