რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ობამა: პუტინის რეჟიმი მსოფლიოსგან კიდევ უფრო იზოლირებულია, ვიდრე საბჭოთა კავშირი

ბარაკ ობამა

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თქმით, ვლადიმირ პუტინის რეჟიმი იმაზე იზოლირებულია, ვიდრე ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირი. ამის შესახებ მან Pod Save America-ს პოდკასტში ისაუბრა

ობამას თქმით, მას აშფოთებს ის ფაქტი, რომ თეთრ სახლსა და კრემლს შორის კომუნიკაციის ხაზები დიდი ხანია შესუსტებულია. 

"ვფიქრობ, ჩვენ ახლა საქმე ისეთ რუსულ რეჟიმთან გვაქვს, რომელიც კიდევ უფრო ცენტრალური, იზოლირებული და დახურულია. ჩემი აზრით, პუტინმა გადაწყვეტილების მიღების პროცესი გააძლიერა იმდენად, რამდენადაც ჩვენ ეს საბჭოთა კავშირის დროსაც არ გვინახავს". - თქვა ობამამ. 

ობამამ აღნიშნა, რომ ცივი ომის რამდენიმე დაძაბულ მომენტშიც კი, არსებობდა მოლაპარაკების შანსი, როდესაც ორივე მხარეს შეეძლო ტელეფონის აღება და დიპლომატიური გზით, მკაფიო სიგნალის გაგზავნა. 

ობამამ დასძინა, რომ აშშ-მ რუსეთთან კომუნიკაციის აღდგენა უნდა ცადოს. მისი აზრით, საკომუნიკაციო ხაზი  კრემლთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

კომენტარები