რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიკოლაევში დაიღუპა 11 წლის ბიჭი, რომელიც მაშველებმა კორპუსის ნანრევებიდან გამოიყვანეს

დაიღუპა 11 წლის ბიჭი, რომელიც მაშველებმა ნიკოლაევში კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ, 13 ოქტომბერს გამოიყვანეს.  

ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, მოზარდს გული გაუჩერდა. 

ბიჭმა ნანგრევებში 6 საათი გაატარა. 

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევი 13 ოქტომბრის ღამეს დაბომბეს - დაიბომბა 5-სართულიანი კორპუსი, რომლის 2 სართული სრულად განადგურდა, 3 კი დაზიანდა. შედეგად, დაიღუპა 4 ადამიანი.  

კომენტარები