რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიკოლაევში დაბომბილი კორპუსიდან გამოიყვანეს 11 წლის ბიჭი, რომელიც ნანგრევებში 6 საათი იყო

ნიკოლაევში რუსმა ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - მაშველებმა კორპუსიდან გამოიყვანეს 11 წლის ბიჭი, რომელიც ნანგრევებში 11 საათი იყო. ის კლინიკაშია გადაყვანილი და სამედიცინო დახმარება უტარდება. 

"ღამით ნიკოლაევი S-300 რაკეტებით დაბომბეს. ერთ-ერთი 5-სართულიან შენობას მოხვდა. ნანგრევებიდან 11 წლის ბიჭი გამოიყვანეს, მან ნანგრევების ქვეშ 6 საათი გაატარა". - დაწერა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა. 

მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ.  

ოკუპანტებმა ნიკოლაევი 13 ოქტომბრის ღამეს დაბომბეს - შედეგად, 5-სართულიანი შენობის 2 სართული სრულად განადგურდა, 3 კი დაზიანდა. 

კომენტარები