ვაკის პარკი

პაპუაშვილი ვაკის პარკის ტრაგედიაზე: დადგინდება მიზეზები, შესაბამისი ადამიანები დაისჯებიან

ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ, რომელიც თბილისში, ვაკის პარკში დატრიალდა. თანაზიარი ვარ ოჯახის, ნათესავების, მეგობრების მწუხარების. ჩვენ ვნახეთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. დადგინდება, თუ რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, ვინ არის დამნაშავე და ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. რა თქმა უნდა, შესაბამისი ადამიანები დაისჯებიან. ეს დიდი ტრაგედიაა და ახლა მნიშვნელოვანია, ყველა გვერდში დავუდგეთ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს. 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მეორე მოზარდი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება და მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. მესამე მოზარდი იაშვილის კლინიკაში იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

კომენტარები