ვაკის პარკი

ბოკერია: პოლიტიკური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია მომავალში ტრაგედიების შესამცირებლად

თავისთავად ცხადია, არსებობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, როდესაც ადგილი აქვს დანაშაულებრივ გულგრილობას და აქ ზოგადად ყოველთვის იგულისხმება ის, ვინს სამუშაოს ატარებს, ან ვინც მერე ჯეროვნად არ ამოწმებს შესრულების შედეგებს. თუმცა, ცალკე ყოველთვის არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც. პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ გულისხმობს, რომ ადამიანი თვითონ სისხლის სამართლებრივად დამნაშავეა, მაგრამ ვითარებაზე, გარემოებებზე, კლიმატზე, რომლის პირობებშიც ასეთი ტრაგედია შესაძლებელი გახდა, ასეთ დროს ხდება ხოლმე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება იქ, სადაც ამის ტრადიცია არსებობს. 

რა თქმა უნდა, უბედური შემთხვევა შეიძლება მოხდეს ყველგან იქ, სადაც სისტემური კორუფცია არ არის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, სადაც უფრო ღრმა ტრადიცია არსებობს ანგარიშვალდებულების, იქაც შეიძლება, უბედური შემთხვევა მოხდეს. მე ზოგადად ასეთ დროს პირველი ინსტინქტი მაქვს ხოლმე, რომ მაშინვე პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი არ დავიწყო და ახლაც არ მსიამოვნებს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ პირადად ჩემთვის დღეს მაპროვოცირებელი რაც იყო, რომ ამაზე მესაუბრა, იყო ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის თავდაპირველი რეაქცია. მაგალითად, იმ დეპუტატის, რომელმაც მერე ბოდიში მოიხადაო, მაგრამ მისი პირველი ინსტინქტი ასეთ დროს იყო, რომ [თავი გაემართლებინა]. 

[პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების] ტრადიცია მნიშვნელოვანია. ეს ამ უბედურებას ვერ შემოატრიალებს, ვეღარ გადაარჩენს, მაგრამ ჯერ ერთი, ადამიანებს ნებისმიერი ტრაგედიის დროს სამართლიანობის განცდა სჭირდებათ, მეორეც, ეს არის მომავალში რისკების შემცირება, იმიტომ, რომ ადამიანის ბუნება ასეთია, ყველა უნდა ვიყოთ პასუხისმგებლობიანები, პროფესიონალი უნდა იყო იმ საქმეში, რასაც აკეთებ, თუკი ის ადამიანებს ეხება, მაგრამ ზოგადად, ისტორიამ რაც გვაჩვენა, არის საზოგადოებები, სადაც ადამიანებს უხდებოდათ ფასის გადახდა, მე არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ციხეში წასვლას, უბრალოდ, ფასის გადახდა რეპუტაციულის, პოლიტიკურის, ან გნებავთ კომერციულის თუნდაც და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ადამიანურის. ეს შემდეგ ამცირებს რისკებს იმისა, რომ ხვალ ან ზეგ მოხდეს იგივე.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ამის შესახებ TV პირველის ეთერში ისაუბრა. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მეორე მოზარდი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება და მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. მესამე მოზარდი იაშვილის კლინიკაში იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

კომენტარები