პირველ რიგში, ეს არის უმძიმესი ტრაგედია. ერთადერთი, რაც აქ შეიძლება ითქვას, დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს ვუსამძიმრებ. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაირკვეს. ჩემი ინფორმაციით, შსს-მ გამოძიება დაიწყო და იმედი მაქვს, ყველაფერს ნათელი მოეფინება. თუ ამაში ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, შესაბამისი პასუხისმგებლობაც დადგება. ყველაზე მძიმე ის არის, რომ თქვენ ადამიანის ტრაგედიითა და ამ უბედურებით მანიპულირებთ. რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, სამარცხვინოა. 13 წლის ბავშვი გარდაიცვალა და თქვენ აქ პოლიტიკური დღის წესრიგი შემოგაქვთ. თქვენს საქციელზე ვწუხვარ [...] კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უმძიმესი ტრაგედიაა, 13 წლის ბავშვსა და ოჯახზეა საუბარი, რომელიც ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია ჩავარდნილი. ყველა განცხადება, რომელიც თქვენ პოლიტიკურ ჭრილში გადაგაქვთ, კახი კალაძეს უკავშირებთ, ქართულ ოცნებას დაუკავშირებთ, ეს არის სამარცხვინო. ამას თქვენ გააკეთებთ, ეს არ გვიკვირს [...] გიორგი ამილახვარის სიტყვების არასწორად წარმოჩენაც კიდევ ერთი დასტურია, რომ ტრაგედიით მანიპულირებთ. ამილახვარს ის არ უგულისხმია, რომ თუ კონკრეტულ საკითხზე ვინმეა პასუხისმგებელი, მას პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს. ხალხო, ტრაგედიით მანიპულირებას თავი დაანებეთ.
tbl.ge/65ox
დაკოპირდა

უთხრა ჟურნალისტებს ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა. 13 წლის მოზარდი გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა - გარდაიცვალა. მეორე მოზარდის მდომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ამავე თემაზე
- "მთხოვა, არ გამეხმაურებინა" – დევი მეზურნიშვილი წერს, რომ კალაძემ ბინა აჩუქა
- კალაძე: ტრაგედიამ გამანადგურა, პარალელურად, მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე
- კალაძე ჟურნალისტს: არ გაინტერესებთ გარდაცვლილი ახალგაზრდა, გინდათ, ქვეყანა აჯანჯღაროთ
- ბოკერია კალაძეზე: მაგალითია, თუ რას გვიქადის ივანიშვილი რეჟიმი, რომლის პროდუქტიცაა კალაძე
- კალაძე: უწყებებს ვავალებ, შეამოწმონ ყველა სამუშაო, რომლის ექსპერტიზაც მშენექსპერტმა გააკეთა