უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დამატებითი ფინანსური დახმარების სახით $1.3 მილიარდი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა გაავრცელა.
ეს თანხა პრიორიტეტული საჭიროებების დასაფინანსებლად გამოიყენება, მათ შორის: თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, პენსიების გასაცემად, სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად და ეკონომიკის მხარდასაჭერად.
შმიგალის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას $2.7 მილიარდის დახმარება გაუწია.