რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გერმანია კიევს ჰაუბიცებსა და MARIS II-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბერლინი უახლოეს კვირებში კიევს დამატებით თვითმავალ ჰაუბიცებს PzH 2000-სა და MARS II-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემს

"ჩვენ უკრაინას მხარს უწყვეტად ვუჭერთ. მომდევნო რამდენიმე კვირაში კიევს PzH2000-სა და MARS II-ებს გადავცემთ". - წერს სამინისტრო Twitter-ზე.

გარდა ამისა, 12-13 ოქტომბერს ბრიუსელში NATO-ს სხდომა გაიმართება, რომელსაც უკრაინელი წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. 

მაღალჩინოსნები ალიანსის თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების ამჟამინდელ მდგომარეობას განიხილავენ, ასევე ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე დივერსიული აქტების საკითხს და უკრაინის სამხედრო დახმარებისა და გაძლიერებისთვის საჭირო შემდგომ ნაბიჯებს.

კომენტარები