წალენჯიხის მერი

ბოკერია ხარჩილავაზე: თუ სწრაფად არ გამოიძიეს, ოცნების მიმართ ბრალდება საფუძვლიანი გახდება

როდესაც ერთადერთ მერს იმ ერთ-ერთ ოლქში ამ რეჟიმმა ყველა უკანონო მეთოდის მიუხედავად მარცხი იწვნია, ასეთ თავდასხმას უწყობენ და ჩვენ ზოგადი ძალადობის კლიმატიც ვიცით რაცაა ამ რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, პასუხისმგებლობა ავტომატურად რეჟიმს ეკისრება, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით დეტალები. თუ ვერ მოხდება სწრაფად ამის გამოძიება, მაშინ ეს ბრალდება კიდევ უფრო საფუძვლიანი გახდება და ყველა შემთხვევაში, იმაზე რაც საქართველოში ხდება და იმაზე, რომ ეს ასე მარტივად არის შესაძლებელი, პასუხისმგებელი ეს არალეგიტიმური რეჟიმია. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ინფორმაციით, გვიან ღამით, მას სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს.

კომენტარები