რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: პუტინის დაუდევარი ბირთვული რიტორიკა აჩვენებს, რომ ომი გეგმის მიხედვით არ მიდის

უკრაინას აქვს მამოძრავებელი ძალა და აგრძელებს მნიშვნელოვან წინსვლას მაშინ, როცა რუსეთი სულ უფრო ხშირად ირჩევს საზარელ და განურჩეველ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში მარცხდება. ანექსიის მცდელობა, ნაწილობრივი მობილიზაცია და დაუდევარი ბირთვული რიტორიკა ყველაზე მნიშვნელოვანი ესკალაციაა ომის დაწყების შემდეგ. ისინი აჩვენებენ, რომ ეს ომი არ მიდის ისე, როგორც დაგეგმილი იყო.

NATO არ არის კონფლიქტის მხარე, თუმცა ჩვენი მხარდაჭერა მთავარ როლს თამაშობს. მოკავშირეები ერთიანი რჩებიან უკრაინის სუვერენიტეტისა და თავდაცვის მხარდაჭერაში.

თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები