ნიგერია

ნიგერიაში ნავის გადაბრუნებას, სულ მცირე, 76 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ანამბრას შტატში ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე, 76 ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნავს 85 ადამიანი გადაჰყავდა. დაღუპულთა დიდი ნაწილი კი ქალები და ბავშვები არიან, რომლებიც საცხოვრებელს სახლებს წყალდიდობისა და დატბორვის გამო ტოვებდნენ.

შემთხვევის შემდეგ, ნიგერიის პრეზიდენტმა, მოჰამადუ ბუჰარიმ ადგილობრივ მთავრობას მსგავსი ტრანსპორტის უსაფრთხოების პროტოკოლის შესწავლა დაავალა, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები გამოირიცხოს.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გადაუდებელი შემთხვევების სამსახურმა დაკარგული ადამიანების მოსაძებნად ყველაფერი უნდა გააკეთონ.

კომენტარები