ბოლოს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში სახალხო დამცველთან კონსტრუქციულად ითანამშრომლეთ. მადლობა მინდა გადავუხადო სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც ამ ინსტიტუტს თავდადებულად და კვალიფიციურად ემსახურებიან. რომ არა ისინი და მათი მხრიდან მხარდაჭერა, ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა ამ ფუნქციის შესრულება. დიდი მადლობა ჩემს მოადგილეებს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეებს, რომლებიც ამ 5 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის ანგარიშების განხილვას უძღვებოდნენ ხოლმე. მინდა, გისურვოთ, ჩემზე უფრო კრიტიკული სახალხო დამცველი აირჩიოთ. ასევე, ვისურვებდი, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდეგ უკვე ევროკავშირში გაწევრიანება ერთად გვეზეიმოს.
tbl.ge/65io
დაკოპირდა

თქვა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ. მან საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, პარლამენტში ანგარიში წარადგინა. ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.
ამავე თემაზე
- მდინარაძე: ოპოზიცია შერჩეულ 5 კანდიდატზე უარს ამბობს, ამიტომ, ხვალ ვერ ავირჩევთ ომბუდსმენს
- პაპუაშვილი ომბუდსმენის არჩევაზე: ოცნების კალაპოტში მოქცევის მცდელობა არადემოკრატიულია
- აბაშიძე: დავითულიანს შეუძლია, მშვიდად და თავისუფლად, არ დამიჭიროს მხარი
- დავითულიანი: აბაშიძის და ჯანეზაშვილის გარდა, ნებისმიერ კანდიდატს განვიხილავთ ომბუდსმენად
- დეგნანი სახალხო დამცველზე: იცავს ყველას უფლებას, რითიც მთავრობა ზოგჯერ უკმაყოფილო იქნება