სახალხო დამცველი

ოდიშარია ლომჯარიას: პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე და მეოხე – ეკლესიას რას ერჩით?

არაფერი პირადული - მხოლოდ საქმე. როდესაც თქვენ გირჩევდით წინა მოწვევის პარლამენტში, იცით თქვენ, რა სკეპტიციზმით სავსე იყო ეს პროცესი, თუმცა ჩვენ გვინდოდა დაგვეჯერებინა და დავიჯერეთ კიდეც, რომ თქვენ ყველას უფლებების დამცველი იქნებოდით. ახლაც ასე პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე და მეოხე, თუმცა მინდა გკითხოთ, მართლაც რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას? გეტყვით, რატომ - 29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამარლოში გაიმართა განმწესრიგებელი სხდომა, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, nu, ბუნებრივია, გვესმის, რომ აქ ტრანსკრიფციაში იყო ეკლესიის წინააღმდეგ. 

აღნიშნულ სხდომაზე, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უბადრუკად და უმწეოდ გამოიყურებოდა თქვენი წარმომადგენელი და პირდაპირ ბოდიშების მოხდაც მოუწია, ყველამ ვნახეთ ეს კადრები. გასაგებია, რასაც შეეხებოდა, თქვენ აპროტესტებდით, რომ მიჩენის ნაცვლად შესაძლებელია ახალი სტანდარტი დამკვიდრებულიყო, რომ ძველაშენებულ მონასტრებს, რომლებიც ამ კანონის მიღებამდე იყო აშენებული, მიეკუთვნოთ გარკვეული პერიოდით მოვლა-პატრონობით ტყის გარკვეული ფართობები. გასაგებია თქვენი მოტივები, მაგრამ მაინტერებს, რამ გაიძულათ ასე სასწრაფო რეჟიმში, მაშინ, როდესაც წინა ზაფხულში შეიტანეთ ეს სარჩელი, მიუთითეთ რომ იყო დაზარალებული და ამხელა პერიოდის მერე ზემოთხსენებული, თქვენთვის არასასიამოვნოდ გასახსენებელი სხდომისას თქვენს წარმომადგენელს პირდაპირ ცივი ოფლი ასხამდა და ბოდიშებს უხდიდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, იმიტომ, რომ ის იყო მოუმზადებელი და აღმოჩნდა, რომ ტყუილი იყო, რომ ვიღაც იყო ამ თემით დაზარალებული.

მიმართავს ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას პარლამენტში. ცვლილებები ტყის კოდექსში, რომელიც საპატრიარქოსთვის საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარედ 20 ჰექტარამდე ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს, პარლამენტმა 20 მაისს მესამე მოსმენით მიიღო. 

კომენტარები