სახალხო დამცველი

წილოსანი ლომჯარიას: ვინ მოგცათ უფლება, რომ ირაკლი კობახიძეს ლეგიტიმაციას უწუნებთ?

კრიტიკა რომ გიხაროდათ და თქვენს მხარდამჭერ უმრავლესობას რომ პატივს სცემდით, ეს არჩევისთვის გამოყენებული ეშმაკური ხერხი იყო თუ ახლაც იგივე აზრზე ხართ, რომ კრიტიკული კითხვები კარგია და სწორია?   

2022 წელს [თქვით] - "კობახიძე სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად არ მიმაჩნია, დასავლეთში არანაირი აღიარება არ აქვს". თქვენ ვინ მოგცათ უფლება, რომ ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის ლიდერს, თავმჯდომარეს ლეგიტიმაციას უწუნებთ ან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ? ზოგადად, კითხვა მაქვს - თქვენთვის საკუთარი ხალხის ლეგიტიმაცია უფრო მნიშვნელოვანია თუ დასავლეთის მხრიდან ლეგიტიმაცია, რომელიც ასევე აქვს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და თავად ირაკლი კობახიძეს? 

[...] თქვენ სახალხო დამცველის ინსტიტუტი პირადი პოლიტიკური პრეფერენციების გამოსახატავად აქციეთ და ხალხს თავი არა სახალხო დამცველად, არამედ სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრეთ, შეგვიძლია, ამაზე გამოკითხვაც ჩავატაროთ.  

კანონდარღვევით შემოპარული და უამრავ დანაშაულებში დამნაშავე, ბრალდებული ექსპრეზიდენტის გამო თქვენი ციხეში შეხვლის რაოდენობა ოდნავ მაინც თუ მიდის ახლოს ხალხისთვის, სხვა ადამიანებისთვის ციხეში თქვენს ვიზიტებთან? ყოფილხართ თუ არა საერთოდ ძალადობის მსხვერპლ კრიზისულ ცენტრებში, გიმუშავიათ თუ არა ხმამაღლა გითქვამთ თუ არა, გაგიკეთებიათ თუ არა პრესკონფერენცია ფემიციდთან დაკავშირებით, რომელზეც სიმბოლურად უბრალოდ ანგარიშშია აღნიშნული...

მიმართავს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი ომბუდსმენს, ნინო ლომჯარიას პარლამენტში. 

კომენტარები