თავდასხმები სახალხო დამცველზე

ლომჯარია: გასულ წელს ოცნების ლიდერებისგან მუდმივად ვიყავი პოლიტიკური თავდასხმის სამიზნე

გასულ წელს სახალხო დამცველი მმართველი პარტიის ლიდერებისა თუ წარმომადგენლების მხრიდან, მუდმივად იყო ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანიის, პოლიტიკური თავდასხმებისა და მუქარის სამიზნე. აგრეთვე, ეს ხდებოდა მმართველ პარტიასთან დაკავშირებული და აფილირებული პირებისა და მედიების მხრიდან. ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები 2020 წლის მსგავსად, 2021 წლის დასაწყისშიც გახდნენ ორგანიზებული სიტყვიერი თავდასხმისა და მუქარის ობიექტები სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე. 

ჩვენ თავდასხმის ერთ-ერთ დღეს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე დაარქივებულ ვიდეომასალას გავეცანით, რომელიც ადასტურებს, რომ პატიმრების მცირე ჯგუფის მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებები პირდაპირ ან ირიბად ციხის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ორგანიზებული და მათთან კოორდინირებული. ამ საქმეზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, ამ დრომდე დანაშაულში მონაწილე კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოკვეთილი არ არის. 

თქვა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.

კომენტარები