დეოლიგარქიზაცია

წულუკიანი ოპოზიციაზე: გაუთვლელობისთვის სამართლებრივად უნდა აგონ პასუხი დეოლიგარქიზაციით

რა თქმა უნდა, კანონი, რომელიც უკრაინის შემთხვევაში ევროკავშირმა მოიწონა, ჩვენთვის არის სახელმძღვანელო. აღარ ვარ ისეთ თანამდებობაზე, ამას პროფესიულად ვსწავლობდე, ამიტომ ღიად ვიტყვი, არ შემისწავლია, [რადგან უკრაინული კანონი ევროპისთვის მისაღებია] ის ჩვენთვის სახელმძღვანელო უნდა იყოს, უკრაინული კანონი. თავიდან თითქოს ოპოზიციასაც მოსწონდა, შემდეგ, როგორი ზედაპირულობითაც გამოირჩევიან, ისე ზედაპირულად მიუდგნენ ამ საკითხს და მიხვდნენ, რომ უკრაინული კანონი თუ ჩვენს მიერ მიღებული იქნება, ის პირდაპირ მიესადაგება ისეთ ნამდვილ ოლიგარქებს და არა ისეთ ოლიგარქად შერაცხულ ქვეყნის პატრიოტებს, როგორიც ივანიშვილია. [კანონი მიესადაგება] ისეთ ნამდვილ ოლიგარქებს, როგორიცაა ბატონი ხაზარაძე, ბატონი კეზერაშვილი და კიდევ არაერთი. ეს უკვე აღარ მოეწონათ და ეს კანონი აღარ უნდათ.

რეალურად, მათ რაც უნდოდათ, უნდოდათ კანონი იმის შესახებ, თუ როგორ გავაუვნებელყოთ ბიძინა ივანიშვლი და ასეთი კანონი ვერ იქნება მიღებული საქართველოში, [კანონი] თუ როგორ გავაუვნებელყოთ ივანიშვილი და მოვექცეთ ხელისუფლებას სათავეში უკანონო მეთოდებით. ასეთი კანონი ბუნებაში, სხვა ქვეყანაში არ არსებობს და ვერც ჩვენთან იარსებებს. ამიტომ, მათი პოლიტიკური გათვლა იყო არასწორი, რა თქმა უნდა თავიდანვე მივხვდით, მაგრამ ისინი ახლა. ჩემი პოზიცია, როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენლის, არის, რომ მაინც კარგი იქნება თუ დეოლიგარქიზაციის კანონს მივიღებთ, რაც არ უნდა აღარ უნდოდეთ. 

ჩემი კერძო აზრია. პარლამენტი მსჯელობს და ვინც12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე წამყვანი პოლიტიკური ინსტიტუტია, მათგან გვესმის მოსაზრება, რომ თუ არავის უნდა ეს კანონი, ყველა შეთანხმდება, რომ ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს, მაშინ არ მივიღებთ, მაგრამ, როცა ასეთ პუნქტს ვიღაცას აწერინებ სიაში, ამას ხომ სხვა არაფერი არ ჰქვია, დააჯერეს კონკრეტული ექსპერტები, რომ თუ ეს კანონი არ იქნება მიღებული, ქვეყანა ვერ იქნება ევროპული ტიპის, ევროკავშირის წევრი ვერ გახდებაო. ეს იქნა გაზიარებული, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ არავითარი ოლიგარქი და ოლიგარქია რასაც გულისხმობს, ბიძინა ივანიშვილს კავშირი არ აქვს. თუმცა ამას არ იზიარებდნენ. ახლა მიხვდნენ, რომ პოლიტიკური გათვლა არასწორი იყო. ვფიქრობ, მათ ამ გაუთვლელობისთვის უნდა აგონ სამართლებრივად პასუხი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღების გზით, მაგრამ ეს ჩემი კერძო აზრია, რაც დიდს არაფერს ნიშნავს.

ისაუბრა ტელეკომპანია იმედის ეთერში  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა, თეა წულუკიანმა დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით.

კომენტარები