მინდა გამოვეხმაურო ჩემს კოლეგებს, რომლებიც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას შეეხნენ და აღნიშნეს, რომ თურმე ამ კუთხით ქვეყანაში სასიკეთო არაფერი ხდება. ბოლო ათი წლის განმავლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი ჩვენი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა წარმოადგენს. როგორ შეიძლება არ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ 6.8 მილიარდი ლარია 2023 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი. საპენსიო დანამატები იზრდება, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები 70 წელს ზემოთ მყოფი ჩვენი მოსახლეობა 440 ლარს აიღებს.150 ლარამდე გაიზარდა უმწეო ბავშვთა დახმარება, გაიზარდა შშმ პირთა დახმარება და 340 ლარზე ავიდა. ითქვა, რომ ზოგ დაავადებებს ვერ მკურნალობენ რეგიონებშიო, მკურნალობენ და თან ძალიან კარგად. როგორ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ექიმებს, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს წინა წელს თითქმის გაუორმაგდათ ხელფასი. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მედიკამენტებზე ფასის კლება. თურქეთის ბაზრის გახსნამ ჩვენს პენსიონერებს საშუალება მისცა, რომ დაეზოგათ გადასახადები. 2023 წელს ვგეგმავთ კიდევ გაიზარდოს ბიუჯეტი ამ მიმართულებით და მაქსიმალურად გაიზარდოს იმ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ნუსხა, რომელიც წელს კიდევ ვერ ფინანსდებოდა [...] მაშინ როდესაც ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა და მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა თითქმის 80 მილიარდ აღწევს, ოპონენტების კრიტიკას ვერ მივიღებთ
ქართული ოცნება
ლომინაძე: ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ოპონენტებისგან კრიტიკას ვერ მივიღებთ
tbl.ge/65h7
დაკოპირდა

თქვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




