რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შესახებ ტყუილი უნდა შეწყდეს – დუმის კომიტეტის თავჯდომარე

რუსეთის სახელმწიფო დუმის პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი, ანდრეი კარტაპოლოვი

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ-პოლკოვნიკის, ანდრეი კარტაპოლოვის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შესახებ ტყუილი უნდა შევწყვიტოთ.

მისივე თქმით, მოქალაქეები სამხედრო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროსგან არ იღებენ, შესაბამისად, აუცილებელია არასწორი ინფორმაციის გავრცელების აღკვეთა, რათა მოსახლეობის ნდობა არ დიაკარგოს.

"ჩვენ ტყუილი უნდა შევწყვიტოთ. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ, რატომღაც, ეს ცალკეულმა ლიდერებმა  ვერ გაიგეს". - თქვა დუმის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კარტაპოლოვმა აღნიშნა, რომ 1941 წლისთვის საბჭოთა საინფორმაციო ბიუროს მოხსენებებს გაეცნო, როდესაც გერმანელები მოსკოვში შევიდნენ. მისი თქმით, ამ შეტყობინებებიდან მაშინ მოსახლეობამ გააცნობიერა, რომ საფრთხე ემუქრებოდათ .

"იცოდნენ, რომ მტერი ჩვენს მიწაზე იყო. ახლა მტერი ჩვენს მიწაზეა და საუბარია არა ახლად შეძენილ ტერიტორიებზე. ბელგოროდის რეგიონის თითქმის ყველა საზღვრისპირა სოფელი განადგურებულია. ჩვენ გვაქვს ქალაქი ვალუიკი, გამაგრებული ქალაქი, რომელიც მუდმივი ცეცხლის ქვეშაა. ამის შესახებ ვიგებთ, გუბერნატორებისგან, Telegram-ის არხების მფლობელებისგან, სამხედრო კორესპონდენტებისგან და სხვა არავისგან". - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მაღალჩინოსნის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ანგარიშები არ იცვლება.

"ჩვენ ათობით ჭურვი, 50 ობიექტი, ასობით ნაცისტი გავანადგურეთ. ჩვენი ხალხი სულელი არ არის. ხედავს, რომ არაფრად აგდებენ, ხედავს, რომ არ უნდათ არც სრული სიმართლის და არც ამ სიმართლის ნაწილი თქმა. ამან შესაძლოა ნდობის დაკარგვა გამოიწვიოს". - თქვა დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა.

კომენტარები