ნობელის პრემია 2022

შვედმა გენეტიკოსმა უძველესი დნმ-ის გაშიფვრისთვის მედიცინაში ნობელის პრემია მიიღო

შვედი გენეტიკოსი, სვანტე პააბო, რომელმაც 2022 წლის ნობელის პრემია მოიპოვა, აღსანიშნავად თანამშრომლებმა წყალში ჩააგდეს. მაქს-პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტი ლაიფციგში, გერმანია
REUTERS/Lisi Niesner  

შვედმა გენეტიკოსმა, სვანტე პააბომ ფიზიოლოგიასა და მედიცინაში 2022 წლის ნობელის პრემია მიიღო. მეცნიერის აღმოჩენას შეაქვს წვლილი კვლევაში, თუ როგორ განვითარდნენ თანამედროვე ადამიანები წინაპრებისგან. 

პააბოს კვლევამ დაამტკიცა, რომ COVID-19-ის პანდემიის დროს ვირუსით ინფიცირებულ იმ ადამიანებს, რომლებიც ნეანდერტალებისგან მიღებულ გენის ვარიანტს ატარებდნენ, უფრო მძიმე სიმპომები ჰქონდათ.

მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პააბომ მიიღო პრიზი "გადაშენებული ჰომინიდების გენომისა და ადამიანის ევოლუციის შესახებ აღმოჩენებისთვის", - თქვა დაჯილდოების კომიტეტმა.

"ჩემთვის გასაოცარია ის, რომ გვაქვს შესაძლებლობა დავბრუნდეთ წარსულში და რეალურად მოვყვეთ გენეტიკური ისტორია და მივყვეთ გენეტიკურ ცვლილებებს დროთა განმავლობაში", - თქვა პააბომ. 

პააბომ, ნობელის პრემიის ლაურეატი ბიოქიმიკოსის შვილმა, ადამიანის წარმოშობის კვლევის ტრანსფორმაციაში წვლილი არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური ნაშთებიდან დნმ-ის თანმიმდევრობის კვლევით შეიტანა. 

მან არა მხოლოდ ხელი შეუწყო ციმბირში აღმოჩენილი 40 000 წლის წინანდელი თითის ძვლის ფრაგმენტის კვლევას, არამედ მისი მთავარი მიგნება იყო მეთოდი, რომელიც მან ნეანდერტალელისგან გენომის თანმიმდევრობის განსაზღვრისას შეიმუშავა.

პრემია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია სამეცნიერო სამყაროში, 10 მილიონი შვედურ კრონას ($900,357) გადასცემს მეცნიერს.

კომენტარები