რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

REUTERS: იტალიამ ორ რუს ოლიგარქს უძრავი ქონება ჩამოართვა

Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ იტალიამ ორ რუს ოლიგარქს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ჩამოართვა

წყაროების ცნობით, იტალიის პოლიციამ რუსული ენერგეტიკული გიგანტის, როსნეფტის ყოფილ ხელმძღვანელს, ედუარდ ხუდაინატოვს ვილა ალტაჩიარა, სასახლე პარკით პორტოფინოში, დამატებით ქონება და მანქანა ჩამოართვა.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ხუდაინატოვი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის სანქცირებულთა სიაში მოხვდა. მისი ქონება დაახლოებით €57 მილიონადაა შეფასებული. 

ასევე, იტალიის პოლიციამ ქალაქ სირმოინეში რუსული კერძო საინვესტიციო ჯგუფის, ესნის თავმჯდომარის, გრიგორი ბერეზკინის 15 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების მქონე საკურორტო კომპლექსი დააყადაღა. 

Guardia di Finanza-ს განახლებული ოფიციალური სიის მიხედვით, იტალიაში რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული აქტივების მთლიანი ღირებულება €1.7 მილიარდზე მეტია.

კომენტარები