რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩეხეთის მოსახლეობამ უკრაინისთვის იარაღის შესაძენად $1.3 მილიონი შეაგროვა

უკრაინის მთავრობის ცნობით, ჩეხეთის მოსახლეობამ უკრაინისთვის მოდერნიზებული საბჭოთა პერიოდის T-72 ტანკის შესაძენად $1.3 მილიონი შეაგროვა. ჩეხეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომლის მოქალაქეებმაც უკრაინის არმიის დასახმარებლად ფინანსები საკუთარი სახსრებით მოიძიეს

პრაღაში უკრაინის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე უკრაინის დასახმარებლად 11 288 დონორისგან $1.31 მილიონი შეგროვდა. 

"ჩეხეთი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც უბრალო ხალხმა უკრაინისთვის ტანკი იყიდა". - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ევგენ პერებინისიTwitter-ზე. 

უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის იარაღის შესაძენად $51.72 მილიონი გამოყო.

კომენტარები