რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NATO-ს წევრი 9 ქვეყანა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

NATO-ს წევრი 9 სახელმწიფო უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფოთა ლიდერების თქმით, ქვეყნები ერთგულნი არიან ბუქარესტის სამიტის გადაწვყეტილების - უკრაინის მომავალი წევრობასთან დაკავშირებით. 

"ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. არც ახლა და არც არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მცდელობებს, მოახდინოს უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსია.

მტკიცედ ვდგავართ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე - უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში. 

ამასთანავე, ხელმომწერი სახელმწიფოების ლიდერებმა მოუწოდეს ყველა მოკავშირეს, გაზარდონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება. 

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენებ ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პოლონეთის, რუმინეთის, მონტენეგროსა და სლოვაკეთის პრეზიდენტები.

კომენტარები