რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: მხარს ვუჭერთ NATO-ს გაფართოებას, თუმცა ამისთვის კონკრეტული გზაა გასავლელი

Florian Gaertner/photothek.de/Pool - Anadolu Agency

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ მხარს უჭერს NATO-ს ღია კარს, თუმცა არსებობს გაწევრიანებისთვის აუცილებელი პროცესი. ამის შესახებ ბლინკენმა კანადელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა

"NATO-სა და უკრაინასთან მიმართებით ჩვენი პოზიცია უცვლელია. მტკიცედ ვუჭერთ მხარს ალიანსის ღია კარს, მასში იმ ქვეყნების შეყვანას, რომლებიც NATO-ში გაწევრიანებასა და ალიანსის გაძლიერებას ცდილობენ. NATO-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პროცესი არსებობს და ქვეყნები მხოლოდ ამ გზით შეძლებენ ალიანსში გაერთიანებას". - თქვა ბლინკენმა. 

გუშინ, 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადს აკეთებს.

"ვდგამთ ჩვენს განმსაზღვრელ ნაბიჯს NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადზე ხელმოწერით". - თქვა ზელენსკიმ. 

კომენტარები