რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

დროებით ოკუპირებულ ხერსონში სარაკეტო თავდასხმისას კიდევ ერთი რუსი ჩინოვნიკი დაიღუპა

დროებით ოკუპირებული ხერსონის ე.წ. ხელმძღვანელის მოადგილე, ალექსეი კატერინიჩევი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. მას თანამდებობა მხოლოდ თვე-ნახევარი ეკავა. 

მანამდე, 25 სექტემებრს რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინის ყოფილი დეპუტატი ოლექსი ჟურავკო, რომელიც რუსულ მხარეს მას შემდეგ შეუერთდა, რაც მოსკოვის ჯარებმა მარტში ხერსონის ოლქის ზოგიერთი ნაწილი დაიკავეს, უკრაინის სასტუმროზე სარაკეტო თავდასხმისას დაიღუპა. 

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები აცხადებდნენ, რომ თავდასხმა სასტუმროზე უკრაინამ HIMARS-ის სისტემიდან განახორციელა.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირების მკვლელობის მცდელობა არაერთხელ დაფიქსირდა. უკრაინული მხარე თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ოფიციალურად არ იღებს.

კომენტარები