ქალთა უფლებები საქართველოში

მდინარაძე: ქალების მიმართ ძალადობა 2012 წლამდე არ იყო? 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი იყო

ბოლო წლებში საქართველოში ქალთა უფლებების მიმართ დამოკიდებულება განსაკუთრებულია. როდესაც, მაგალითად, დანაშაულზე იყო ლაპარაკი, ხანდახან იმასაც კი კადრულობდნენ ხოლმე, განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტების ნაწილი, ყველას ვერ დავაბრალებ, რომ - ქალთა მიმართ დანაშაული და ძალადობა გაიზარდაო. ამ სფეროში ოდნავ მაინც თუ ერკვევა ადამიანი, მიხვდება, რომ როდესაც ლატენტურ დანაშაულებზე გამოვლენა გაზრდილია, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანების ნდობა გაიზარდა პოლიციის, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს მიმართ. ანუ, თუ დღეს, ვთქვათ, ათობით და ასობით ქალი მიმართავს პოლიციას ძალადობაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ გაზრდილია, რადგან სტატისტიკაში მეტია? იცით, ამით როგორ აპელირებენ და სპეკულირებენ ხოლმე. ქალების მიმართ ძალადობა ადრე არ იყო? 2012 წლამდე? გარანტირებულად და მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ორჯერ და სამჯერ უფრო მეტი იყო. უბრალოდ, პოლიციას გაცილებით ნაკლები მიმართავდა. როდესაც პოლიციისა და სამართალდამცველების მიმართ ნდობა გაიზარდა, დღეს მიმართვიანობაც და შესაბამისი რეაგირებაც გაცილებით მეტია. შესაბამისად, უნდა გაგრძელდეს ძალადობის ფაქტებზე გამოძიება. ქალთა უფლებები როგორც დღეს არის ამ ხარისხით დაცული, ალბათ ხვდებით, რომ არასოდეს ყოფილა და ასევე გავაგრძელებთ.

თქვა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები