ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 29 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.16 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 3.96 თეთრით. 29 სექტემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8352 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.7482 ლარი. დოლარი ევროზე 8.5 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.88 ლარია, ხოლო ევროსი - 2.82 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.84 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.78 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების დაახლოებით 12% დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები