რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი დნიპრო დაბომბეს – 8 წლის ბიჭი და 9 წლის გოგო დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სიდიდით მე-4 ქალაქ დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია: 8 წლის ბიჭი და 9 წლის გოგო. ამის შესახებ ინფორმაცია დნიპროს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ გაავრცელა.

"რუსებმა დნიპროში ის ტერიტორია დაბომბეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობენ. დაღუპულების გარდა, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 12 წლის გოგო. ყველა მათგანი სხვადასხვა სახის მოტეხილობითა და ჭრილობებით კლინიკებში გადაიყვანეს". - წერს რეზნიჩენკო.

აგრეთვე, რუსების იერიშების შედეგად ქალაქში დაზიანდა 60-ზე მეტი კერძო სახლი, რამდენიმე კორპუსი, ავტობუსები, მანქანები და ელექტროგადამცემი ხაზები.

კომენტარები