ილია მეორე

ილია II: დღეს მწუხარების დღეა, მაგრამ მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა – ამაღლებად

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება ძალიან ახლოს არის დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი მწუხარება გარდაიქცევა სიხარულად. აი, ახლა მრავალი მწუხარე ადამიანია, მრავალი უცხო ადამიანია ჩამოსული საქართველოში, მაგრამ იმედის თვალით ვუყურებთ მომავალს. 

ჯვართამაღლება ისეთი დღესასწაულია, ჯვარს გამოსახავს ადამიანი თავისი ცხოვრებით. ერთი ხაზი მიდის უფალთან, მეორე ხაზი კი ადამიანებთან და ჩვენ ამით იმედს გამოვთქვამთ. მრავალ ადამიანს უნდოდა დაემხო ჯვარი, მაგრამ ვერ შეძლეს, ჯვარი უძლეველია, ჯვარი გამარჯვებულია. ამიტომ ჯვრის ძალით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები და გამარჯვებული იქნება ადამიანი.

დღეს არის მწუხარების დღე, დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად. ვინც ზეიმობს დაცემას, ის ზეიმობს თავის დაცემას. ჯვარი გეწეროთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ჯვარი უფლისა იყოს მფარველი თქვენი და მთელი მსოფლიოსი.

ამბობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ქადაგებისას.

კომენტარები