რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

მედვედევი: საჭიროების შემთხვევაში რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვს

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, საჭიროების არსებობის შემთხვევაში, რუსეთს უფლება აქვს ბირთვული იარაღი გამოიყენოს. 

"რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში წინასწარ განსაზღვრულ დროს. ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის  მკაცრად დაცვით. თუ ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღის გამოყენებით ან თუ თუ აგრესიის დროს გამოყენებული ჩვეულებრივი იარაღით საფრთხე შეექმნება ჩვენი სახელმწიფოს არსებობას", – წერს მედვედევი Telegram არხზე. 

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენთან CBS-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბირთვული იარაღის გამოყენების გახშირებულ მუქარებზე ისაუბრა. 

ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ "ბირთვული შანტაჟის" გაგრძელების შემთხვევაში, მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს. ასევე, პუტინმა NATO-ს ქვეყნების მაღალჩინოსნები რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების, ბირთვული იარაღის გამოყენებასა და დასაშვებობაზე საუბარში დაადანაშაულა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე პუტინის მუქარა შესაძლოა რეალური იყოს. 

კომენტარები