რუსეთი

რუსეთში, ქალაქ იჟევსკში სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა

რუსეთში, ქალაქ იჟევსკის 88-ე სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, დაშავებულია 21 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 7, დაშავებულთა შორის კი 14 არასრულწლოვანია.

მსხვერპლთა შორის, მოსწავლეების გარდა, სკოლის დაცვის 2 წევრი და 2 მასწავლებელია.

დაზარალებულთა დასახმარებლად, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 14 ჯგუფი.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეიჭრა სკოლაში შეიარაღებული პირი, რომელმაც დაცვა მოკლა. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ნიღბიანი თავდამსხმელი ორი პისტოლეტით იყო შეიარაღებული. მან თავი შემთხვევის ადგილზე მოიკლა.

კომენტარები