რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ერთ დღეში 500 სამხედრო, 15 ტანკი და 4 შვეულმფრენი დაკარგა

RIA

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 57 200-მდე სამხედრო დაკარგა.

გენშტაბის ინფორმაციით,  24 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე, ერთ დღეში, რუსეთმა 500 სამხედრო, 15 ტანკი და 4 შვეულმფრენი დაკარგა.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტების ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, სავარაუდოდ, შეადგენს:

  • პერსონალი - 57 200 სამხედრო
  • ტანკები - 2 290
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 4 857
  • საარტილერიო სისტემები - 1 369
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] - 330
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 172
  • თვითმფრინავი -  260
  • ვერტმფრენები - 224
  • გემები / ნავები - 15
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 970
  • სპეციალური აღჭურვილობა - 131

 

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები