რუსეთი

რუსეთში, ქალაქ იჟევსკში შეიარაღებული პირი სკოლაში შეიჭრა, სროლას 9 ადამიანი ემსხვერპლა

იჟევსკის სკოლის მიმდინარე ტერიტორია

რუსეთში, ქალაქ იჟევსკის 88-ე სკოლაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. სროლას მინიმუმ 9 ადამიანის, მათ შორის მოსწავლეების სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულთა შორის არიან მოსწავლეები, სკოლის დაცვის 2 წევრი და 2 მასწავლებელი.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეიჭრა სკოლაში შეიარაღებული პირი, რომელმაც დაცვა მოკლა. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ნიღბიანი თავდამსხმელი ორი პისტოლეტით იყო შეიარაღებული. მან თავი შემთხვევის ადგილზე მოიკლა.

კომენტარები