პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა.

უწყების ინფორმაციით, 4 მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლდა, ხოლო 3 მსჯავრდებულს სასჯელის ვადა შეუმცირდა.

"საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტი ასევე შეეხო 5 მსჯავრდებულს, რომელთა მოქმედი სასჯელები პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან არ იყო დაკავშირებული, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდებულია", - ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში. 

კომენტარები