რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერლუსკონი: პუტინს უკრაინაში შეჭრა აიძულეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონი

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრის, სილვიო ბერლუსკონის თქმით, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში შეჭრის გარდა სხვა ალტერნატივა არ დაუტოვეს, ვინაიდან მას კიევის ხელისუფლებაში "ღირსეული ადამიანების" დასმა სურდა. ბერლუსკონის ამ განცხადებას იტალიაში არჩევნების წინ მწვავე კრიტიკა მოჰყვა

იტალიელი ლიდერი, რომელიც მემარჯვენე კოალიციის წევრ პარტია  Forza Italia-ს წარმოადგენს, დიდი ალბათობით არჩევნებში გაიმარჯვებს, რაც დასავლელ პარტნიორებს მისი პუტინთან კავშირის გამო აშფოთებს.

"პუტინს რუსმა ხალხმა, პოლიტიკურმა პარტიამ და მინისტრებმა უბიძგეს სპეცოპერაციისკენ". - თქვა ბერლუსკონიმ. 

ბერლუსკონის მტკიცებით, რუსეთის თავდაპირველი გეგმა კიევის ერთ კვირაში აღება და ვოლოდიმირ ზელენსკის "ღირსეული ხალხის მთავრობით" ჩანაცვლება იყო. 

"არც კი მესმოდა, რატომ გავრცელდნენ რუსული ჯარები უკრაინის გარშემო მაშინ, როდესაც ჩემი აზრით ისინი მხოლოდ კიევის ირგვლივ უნდა დარჩენილიყვნენ". - ამბობს 85 წლის ბერლუსკონი, რომელმაც პუტინს ერთხელ უმცროსი ძმა უწოდა. 

კომენტარები