რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინის სამხედრო ძალები ქალაქ ლიმანში წინსვლას ცდილობენ

უკრაინელი სამხედროები იზიუმის მახლობლად, უკრაინა, ხარკოვის რეგიონი, 2022 წლის 19 სექტემბერი.
REUTERS/Gleb Garanich

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობენ წინსვლას დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში, რომელიც რუსეთის ჯარებმა მაისში დაიკავეს. ლიმანი მდინარე სევერსკი დონეცის აღმოსავლეთში მდებარეობს.

ანგარიშის მიხედვით, ბოლო სამი დღის განმავლობაში უკრაინის სამხედრო ძალებმა ხარკოვის ოლქში მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ სანაპიროზე პლაცდარმები დაიკავეს, სადაც რუსეთი სექტემბრის დასაწყისში თავდაცვის ხაზის შექმნას ცდილობდა ხარკოვის ოლქიდან უკან დახევის შემდეგ.

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, ბრძოლის ველზე სიტუაცია ისევ რთულია, თუმცა, უკრაინა ზეწოლას ახდენს იმ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთს საკუთარი სამხედრო მიზნების მისაღწევად სჭირდება.

კომენტარები