თბილისობასთან დაკავშირებით, 30 სექტემბრის ჩათვლით ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ გავრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული იქნება მეტეხის ხიდიდან მეტეხის აღმართის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით კი მძღოლები მოძრაობას მხოლოდ ერთ ზოლში შეძლებენ.